აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, ევროპული წარმოების ავტომობილებზე დამატებითი ბაჟის დაწესება ექვსი თვით გადაავადოს. ამის შესახებ სააგენტო "ბლუმბერგი" თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით იუწყება. აქამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც დონალდ ტრამპი უახლოესი სამი თვის განმავლობაში აპირებდა ევროკავშირიდან ამერიკაში იმპორტირებულ ავტომობილებზე დამატებითი 25%-იანი გადასახადი შემოეღო, თუკი ევროკავშირი უახლოეს პერიოდში არ დაიწყებს მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.