ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი წლიური ხელფასის ერთი მეოთხედი, 100 ათასი ამერიკული დოლარი შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს გადაურიცხა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა და აღნიშნული ჩეკის ამსახველი სურათიც გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ უარს ამბობს ხელფასზე და მას ქველმოქმედებისთვის გამოიყენებს.