აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო კონგრესის რეზოლუციას, რომელიც მექსიკის საზღვარზე კედლის აღმართვასთან დაკავშირებით მის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ისახავდა მიზნად, - ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება.
"ჩვენს სამხრეთ საზღვართან ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობაა და ჩვენი შეიარაღებული ძალები მასთან გამკლავებაში უნდა დაგვეხმარნონ", - აცხადებს ტრამპი.
დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვარზე კედლის აღმართვასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა თებერვალში გამოაცხადა, რაც პრეზიდენტს საშუალებას აძლევს, კედლის მშენებლობისთვის სასურველი დაფინანსება კონგრესის გვერდის ავლით მიიღოს.
ცნობილია, რომ ამ თანხის დიდი ნაწილის მობილიზება სამხედრო ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს.