აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთში, 16 აპრილს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები მიულოცა. პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მასში ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა "ერდოღანს რეფერენდუმში გამარჯვება მიულოცა და მასთან აშშ-ის მიერ სირიის რეჟიმზე განხორციელებული საჰაერო დარტყმები განიხილა".