ვირჯინიაში, ქალაქ შარლოტსვილში მომხდარი ძალადობა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაგმო და განაცახადა, რომ ნებისმიერი ადამიანი,რომელიც რასიზმში იქნება შემჩნეული და ამ კუთხით დანაშაულს ჩაიდენს, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. შეგახსენებთ, ვირჯინიაში ულტრანაციონალისტებსა და მათ ოპონენტებს შორის შეტაკება მოხდა. დაიღუპა ერთი ადამიანი. 20-ი მოქალაქე კი დაშავდა. სამართალდამცველებმა დამნაშავე დააკავეს . ქალაქში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. მანიფესტანტები, ობელისკების და სამოქალაქო ომის გენერლების ქანდაკებების დემონტაჟის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და რასისტულ ლოზუნგებს სკანდირებენ. შარლოტსვილის მერმა პროტესტი სიძულვილის და რასიზმის გამოვლინებად შეაფასა და მომხდარში დონალდ ტრამპი დაადანაშაულა.