
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
დონალდ ტრამპმა რამდენიმე პირი, მათ შორის ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი და რეპერი ლილ უეინი შეიწყალა
20-01-2021
დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტობის ბოლო საათებში ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი შეიწყალა, - ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ბენონს ბრალი მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად თანხების მოზიდვის ონლაინ კამპანიასთან - „ჩვენ ვაშენებთ კედელს“ - დაკავშირებული თაღლითობის გამო აქვს წარდგენილი, თუმცა ის ბრალს არ აღიარებს.
CNN-ის ინფორმაციით, შეწყალებულ პირებს შორის არიან რეპერები ლილ უეინი და კოდაკ ბლექი, რომლებმაც იარაღის შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით წარდგენილი ბრალი აღიარეს.
შეწყალებულთა შორის ასევე მოხვდნენ დეტროიტის ყოფილი მერი კვამე კილპატრიკი და Google-ის ყოფილი ინჟინერი ენტონი ლევანდოვსკი.
დონალდ ტრამპმა, პრეზიდენტობის ბოლო საათებში, საერთო ჯამში, 73 ადამიანი შეიწყალა და სასჯელი კი 70-ს შეუმსუბუქა.
AutoPlay

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც საწვავზე ფასის მატებას რუსთავი-თბილსიის დამაკავშირებელ ავტობანზე აპროტესტებდნენ, გზა გაათავისუფლეს
გამოქვეყნდა 8 საათის წინ

არგენტინაში ვაქცინაციასთან დაკავშირებული სკანდალი ათასობით ადამიანმა გააპროტესტა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ

ხელები შორს ქართული ბუნებისაგან! - მიხეილ სააკაშვილი
გამოქვეყნდა 9 საათის წინ

ქუთაისში "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ

პარლამენტის წინ შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები ხვალიდან პერმანენტულ აქციებს აანონსებენ
გამოქვეყნდა 9 საათის წინ

Bloomberg- მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6.6 მილიონამდე ადამიანს უტარდება
გამოქვეყნდა 10 საათის წინ