პირველი გადაწყვეტილება პრეზიდენტის რანგში. ინაუგურაციის შემდეგ, ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპმა პირველ ბრძანებას მოაწერა ხელი. რის თანახმადაც მან შესაბამის სამსახურებს ჯანდაცვის პროგრამის, "ობამაქეარის" რეგულაციების გამარტივება დაავალა. გარდა ამისა მან ხელი თავდაცვისა და უსაფრთხოების მდივნების დანიშვნასაც მოაწერა. ჯეიმს მატისი და ჯონ კელი თანამდებობებზე აშშ-ის სენატმაც დაამტკიცა. სენატის გადაწყვეტილებით 98, 1-ის წინააღმდეგ, ჯეიმს მატისი პენტაგონს უხელმძღვანელებს. ნაციონალური უსაფრთხოების მდივნად კი სენატმა 88, 11-ის წინააღმდეგ, ჯონ კელი დაამტკიცა. ახლად დანიშნულებმა ფიცი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ოფისში დადეს.