აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში არსებული ტექნოლოგიური საფრთხეების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. შედეგად ამერიკულ კომპანიებს იმ უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებით სარგებლობა აეკრძალათ, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.
აღსანიშნავია, რომ ბრძანებაში კონკრეტული კომპანია ნახსენები არაა, თუმცა სავარაუდოდ ის ჩინურ სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei-ს ეხება. მოგვიანებით ჩინური კომპანიის წარმომაგდგენლებმა განაცხადეს, რომ აკრძალვა მხოლოდდამხოლოდ ამერიკელ ხელხსა და ამერიკულ კომპანიებს დააზარალებს.