აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აშშ-ის ტრანს-წყნარი ოკეანის სავაჭრო პარტნიორობიდან გამოსვლის შესახებ ბრძანებას. ტრამპის შეფასებით, ეს "ძალიან კარგი მოვლენაა ამერკელი მშრომელებისთვის". ტრანს წყნარი ოკეანის ხელშეკრულება პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს 2015 წელს 12 ქვეყანას შორს გაფორმდა. მისი ხელმომწერები იყვნენ ავსტრალია, ბრუნეი, კანადა, ჩილე, იაპონია, მალაიზია, მექსიკა, ახალი ზელანდია, ვიენტანი, პერუ, სინგაპური და აშშ. საერთო ჯამში ეს ქვეყნები მსოფლიო ეკონომიკის 40%-ს ქმნიან.
შეთანხმების მიზანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ცხოვრების დონის ზრდა და კონკურენციის ხელშეწყობა იყო.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მომავალში ის ასევე გადახედავს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩრდილოეთამერიკულ შეთანხმებას, რომელიც აშშ-ს, კანადასა და მექსიკას შორის ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას გაფორმდა და 1994 წლიდან შევიდა ძალაში.