აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა. ტრამპის განცხადებით, მან გასცა განკარგულება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება იქამდე შეუჩერონ, ვიდრე შეისწავლიან "ჯანმო-ს როლს პანდემიის არასწორად მართვასა და კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვაში".
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ბევრმა ქვეყანამ გაითვალისწინა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევები და "მათ ახლა ისეთი პრობლემები აქვთ, რომელიც დაუჯერებელია".
ტრამპმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ ვერ შეასრულა თავის მოვალეობა. მისივე განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას რომ სწორად ემოქმედა ჩინეთის შემთხევაში და გაეკონტროლებინა დაავადება, უამრავი სიცოცხლე გადარჩებოდა.