აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ გაანცხადა. ამჟამად სანქციები ირანის ინდუსტრიული მეტალის სექტორს შეეხება.
"დღევანდელი გადაწყვეტილების სამიზნეს ინდუსტრიული მეტალის ექსპორტიდან ირანის მიერ მიღებული შემოსავლები წარმოადგენს. რომელზეც ექსპორტის მთლიანი მოცულობის 10 პროცენტი მოდის", - წერია ტრამპის განცხადებაში.
გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერი სხვა ქვეყნებს აფრთხილებს თუ ირანული ფოლადი და სხვა რომელიმე მეტალი მათ პორტებში მოხვდება, აშშ ამას მათ არ აპატიებს.
შეგახსენებთ მანამ ვიდრე ტრამპის განცხადება გავრცელდებოდა, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ევროპის ქვეყნები გააფრთხილა შეწყვიტონ ირანის ისლამურ სახელმწიფოში ბიზნესის კეთება. ვაშინგტონმა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა გასულ წელს გადაწყვიტა, რის შემდეგაც თეირანს ეკონომიკური სანციები განუახლდა.