ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა. ამჟამად სანქციები ირანის ინდუსტრიული მეტალის სექტორს შეეხება. გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერი სხვა ქვეყნებს აფრთხილებს, რომ შტატები არ აპატიებს, თუ ირანული ფოლადი და სხვა რომელიმე მეტალი მათ პორტებში მოხვდება.
შეგახსენებთ, რომ ვიდრე ტრამპის განცხადება გავრცელდებოდა, თეთრი სახლის წარმომადგენელმა ევროპის ქვეყნები გააფრთხილა, შეწყვიტონ ირანის ისლამურ სახელმწიფოში ბიზნესის კეთება. ვაშინგტონმა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლა გასულ წელს გადაწყვიტა, რის შემდეგაც თეირანს ეკონომიკური სანქციები განუახლდა.