აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიიდან 9 500 ჯარისკაცის გაყვანის განკარგულება გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. როგორც გამოცემას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა განუცხადა, 9500 ჯარისკაციდან ნაწილს პოლონეთში, ნაწილს რომელიმე სხვა მოკავშირე ქვეყანაში გააგზავნიან, დანარჩენი კი შინ დაბრუნდება. პრეზიდენტის განმარტებით, გერმანიაში აშშ-ის დიდი კონტიგენტის ყოფნის საჭიროება არ არსებობს. ცნობისათვის, ამ დროისთვის აშშ-ს გერმანიაში 34 500 ჯარისკაცი ჰყავს დისლოცირებული, შესაბამისად, მათი რაოდენობა 25 000-მდე შემცირდება.