აშშ-ის პრესზიდენტმა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ფლორიდაში დაგეგმილი „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობის ჩატარება გააუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ახლა ამის დრო არ არის. დღეს მსოფლიო განსხვავებულია და ცოტა ხნით კიდევ ასე გაგრძელდება, ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ. სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და სხვებს მაგალითი უნდა მივცეთ,“- აღნიშნა ტრამპმა.
პრეზიდენტის თქმით, მას მიაჩნია, რომ ათასობით ადამიანისთვის რისკის შექმნა არასწორი საქციელია. ცნობისათვის, ფლორიდაში „რესპუბლიკური პარტიის“ ყრილობა აგვისტოში უნდა გამართულიყო, სადაც ტრამპი საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად უნდა დაესახელებინათ.
BBC-ის ინფორმაციით, 24 აგვისტოს ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ შარლოტიში „რესპუბიკური პარტიის“ რამდენიმე დელეგატი შეიკრიბება, სადაც დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად წარადგენენ.