აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ, 2-ტრილიონიანი ეკონომიკური სტიმულირების კანონს მოაწერა ხელი, რომელიც რამდენიმე საათით ადრე წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა.
"ახლახანს ხელი მოვაწერე ამერიკის ისტორიაში ერთს ყველაზე დიდ ეკონომიკური დახმარების პაკეტს - ეს არის ორჯერ უფრო დიდი, ვიდრე ამ დროისთვის ამოქმედებული ნებისმიერი კანონი. ეს დაეხმარება ჩვენი ქვეყნის ოჯახებს, დასაქმებულებს და ბიზნესს",-წერს ტრამპი.
კანონი წარმოადგენს გადაუდებელი დახმარების უმსხვილეს პაკეტს აშშ-ის ისტორიაში და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ქმედებას, რომლის მიზანი კორონავირუსისგან გამოწვეული სწრფად მზარდი კრიზისის შეჩერებაა.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 104 200-ზე მეტი შემთხვევა ფისირდება. ვირუსს ქვეყანაში 1 704 ადამიანი ემსხვერპლა.