"მექსიკის საზღვართან კედელი ნებისმიერ შემთხვევაში აშენდება, მიუხედავად იმისა, მიაღწევენ თუ არა "რესპუბლიკელები" და "დემოკრატები" შეთანხმებას კონგრესში" - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტეხასის შტატში თავის მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გავრცელებული ინფორმაციით, კონგრესში "დემოკრატებისა" და "რესპუბლიკელების" წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რაც საშუალებას იძლევა თავიდან იყოს აცილებული მორიგი "შათდაუნი". კანონმდებლები ბიუჯეტში აღნიშნული მიზნებისათვის 1.4 მილიარდი აშშ დოლარის გაწერაზე შეთანხმდნენ. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაცია 5.7 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს. იმ შემთხვევაში თუ ტრამპი ხელს არ მოაწერს ბიუჯეტის ამ ვარიანტს, აშშ-ს კონგრესის ორივე პალატამ ხმათა 2/3ით უნდა უზრუნველყოს ამ გადაწყვეტილების ასამოქმედებლად.