აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის მიერ შექმნილი ახალი სოცილური პლატფორმა მალე ამუშავდება. მისი თქმით, პლატფორმის სახელი TRUTH (სიმართლე) იქნება და „დიდი ტექნოლოგიების ტირანიის წინააღმდეგ იბრძოლებს“. ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი და მისი გუნდის მიერ შექმნილი სოციალური ქსელი საკმაოდ კონკურენტული იქნება და ბევრი მომხმარებელი ეყოლება.
როგორც ცნობილია, TRUTH მომდევნო თვიდან მხოლოდ მოწვეული სტუმებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ფართო საზოგადოებია კი სოციალური ქსელით სარგებლობას 2022 წლის პირველ ნახევარში შეძლებს.
შეგახსენებთ, გასულ წელს აქტივისტებისთვის აშშ-ის კაპიტოლიუმში შეჭრის მოწოდების გამო, დონალდ ტრამპი სოციალური ქსელების უმეტესობამ, მათ შორის Twitter-მა და Facebook-მა დაბლოკა.