ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფროსი შვილების კოლორადოს შტატის ქალაქ ასპენში ერთკვირიანი დასვენება ამერიკის ბიუჯეტს 330 ათასი დოლარი დაუჯდა. საუბარია ივანკა ტრამპზე, მის მეუღლე ჯარედ კუშნერზე, ერიკ ტრამპზე და მის მეუღლეზე. ამერიკული ტელეკომპანია სიბიესის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში ტრამპის შვილებმა მეუღლეებთან ერთად სამთო-სათხილამურო კურორტზე ერთი კვირა გაატარეს, ხოლო მათ დაცვაზე შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრომ 330 ათასი დოლარი დახარჯა. კერძოდ, 26 ათასი დოლარი სატრანსპორტო საშუალებების ქირაობაზე, 22 ათასი - სამთო-სათხილამურო ტრასებზე პრეზიდენტის ოჯახის წევრთა თანხლებისთვის საჭირო აღჭურვილობაზე, 195 ათასი კი - სხვადასხვა სასტუმროებში ნომრების ქირაობაზე დაიხარჯა.