2016 წლის 8 ნოემბერს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ყველაზე მეტად ჩინელი და რუსი მილიარდერები გამდირდნენ. "ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსის" თანახმად, 8 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ჩინელი მილიარდერების ქონება 13,2%-ით 39,2 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ჯამში 336 მილიარდი დოლარი შეადგინა. ხოლო 10,5%-ით გაიზარდა რუსი მილიარდერების ქონება. საერთო ჯამში, 28 რუსი მილიარდერის ქონება ჯამში 24,4 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
ტრამპის გაპრეზიდენტება ყველაზე უარყოფითად მექსიკელ მილიარდერებზე აისახა. მექსიკელმა მილიარდერებმა 8 ნოემბრის შემდეგ 5,1%-ით იზარალეს. ყველაზე მეტად კი მექსიკელი მაგნატი კარლოს სლიმი დაზარალდა, რომლიც ქონებაც 4,2 მილიარდი დოლარით შემცირდა.