19:35
22 იანვარი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
დონალდ ტრამპის მრჩეველმა კორონავირუსის საკითხებში სკოტ ატლასმა თანამდებობა დატოვა
01-12-2020

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა მრჩეველმა კორონავირუსის საკითხებში სკოტ ატლასმა თანამდებობა დატოვა.

„ვწერ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური მრჩევლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ,“ - წერს ატლასი დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც „ტვიტერში“ გამოქვეყნდა.

აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები, მათ შორის წამყვანი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი, სკოტ ატლასს ხშირად აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ ის პრეზიდენტს პანდემიის შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიდა და დონალდ ტრამპი შეცდომაში შეჰყავდა.

აღსანიშნავია, რომ სკოტ ატლასი პირბადეების ტარებას ნაკლებმნიშვნელოვნად მიიჩნევდა. მიმდინარე თვეში კი განაცხადა, რომ ე.წ. „ლოქდაუნები“ ვირუსის გავრცელების შეჩერების პროცესში "ეპიკური მარცხია".

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 13 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 270 000-ს აჭარბებს.

AutoPlay
ერდოღანის განცხადებით, თურქეთი კვირის ბოლოსთვის ჩინეთიდან ვაქცინის დამატებით 10 მილიონ დოზას ელოდება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ვაშლიჯვრის დასახლებიდან ნუცუბიძის ქუჩაზე მიმავალ გზაზე მანქანით მოძრაობა "გაუსაძლისია"
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ბოკოვის მიმართ წაყენებული ბრალდება არ დასტურდება
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
გიორგი გახარია EBRD-ის რეგიონული დირექტორის შეხვდა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3044 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდა
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები