დონალდ ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ შიდა ტერორიზმის ბრალდებით სისხლის სამართლის 25 საქმე აღიძრა - Palitra News

დონალდ ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ შიდა ტერორიზმის ბრალდებით სისხლის სამართლის 25 საქმე აღიძრა

2021-01-11 15:19:54+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ, შიდა ტერორიზმის ბრალდებით, სისხლის სამართლის მინიმუნ 25 საქმე აღიძრა, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ არმიის მდივანმა რაიან მაკკარტიმ „დემოკრატ“ კონგრესმენს, ჯეისონ ქროუს განუცხადა.

მაკკარტის თქმით, სამართალდამცველებმა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ცეცხლსასროლი იარაღი, “მოლოტოვის კოქტეილები" და ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს.

ჯეისონ ქროუს ინფორმაციით, არმიის მდივანმა აღნიშნა, რომ თავდაცვის დეპარატმენტი აცნობიერებს იმ შესაძლო საფრთხეებს, რაც პოტენციური ტერორისტების მხრიდან ინაუგურაციის დღის ჩათვლით არის მოსალოდნელი და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივ და ფედერალურ სამართალდამცავებთან თანამშრომლობს.