დონალდ ტრამპის კომპანიამ შესაძლოა, ბათუმში "ტრამპ თაუერის" მშენებლობის ლიცენზია გააუქმოს - Palitra News

დონალდ ტრამპის კომპანიამ შესაძლოა, ბათუმში "ტრამპ თაუერის" მშენებლობის ლიცენზია გააუქმოს

2016-12-17 13:21:14+04:00

დონალდ ტრამპის კომპანია საქართველოსა და აზერბაიჯანში ბიზნესპროექტებში მონაწილეობას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. ალან გარტენის განცხადებით, ტრამპის ორგანიზაციამ უკვე გაიწვია სალიცენზიო შეთანხმება აზერბაიჯანში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით და იმავეს გაკეთებას აპირებს საქართველოსთან მიმართებაშიც. მისივე თქმით, ამ ქვეყნებში პროექტების დეველოპერებმა ვერ შეძლეს სალიცენზიო შეთანხმების პირობების შესრულება. გამომცემლობა წერს, რომ გადაწყვეტილება ტრამპის მიერ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ბიზნესიდან გასვლის განზრახვას უკავშირდება.