აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქალიშვილი, ივანკა ტრამპი თეთრი სახლის თანამშრომელი გახდება. ივანკა ტრამპი პრეზიდენტის არაფორმალური მრჩეველი იქნება. პრეზიდენტის ქალიშვილის თქმით ის ანაზღაურების გარეშე იმუშავებს. 35 წლის ტრამპის განცხადების შემდეგ, ამერიკული მედია თეთრ სახლში ნეპოტიზმის ნიშნებზე ალაპარაკდა. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის მრჩეველის თანამდებობაზე თეთრ სახლში, ივანკა ტრამპის მეუღლე, ჯარედ კუშნერი უკვე მუშაობს.