ამერიკის პრეზიდენტმა საშუალო კლასისთვის გადასახადების შემცირების შესახებ მისი დანაპირები წინასაარჩევნოდ კიდევ ერთხელ გაიხსენა.მისი თქმით, პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და ამის შესახებ მომავალ წელს გამოცხადდება. ტრამპის განცხადებით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები შეღავათი საშუალო შემოსავლიანი ოჯახებისთვის, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ.თუმცა, შტატების პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, როდის ამოქმედდება ეს შეღავათი.