დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმესთან დაკავშირებული მოსმენა სენატში 8 თებერვლიდან დაიწყება - Palitra News

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმესთან დაკავშირებული მოსმენა სენატში 8 თებერვლიდან დაიწყება

2021-01-23 13:07:04+04:00

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმესთან დაკავშირებული მოსმენა სენატში 8 თებერვლიდან დაიწყება, - ამის შესახებ სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა. მისი განმარტებით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა ორშაბათს ოფიციალურად წარუდგენს სენატს იმპიჩმენტის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპს 6 იანვრის ამბოხების სტიმულირებაში ედება ბრალი. ტრამპის ადვოკატები იმპიჩმენტის ბრალდებაზე პასუხს 2 თებერვალს შეიტანენ, მხარეების მოსმენა კი 8 თებერვალს დაიწყება. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი 13 იანვარს გამოუცხადა.