დონალდ ტრამპის გასაბერი კარიკატურა ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუზეუმში დააბინავეს. ყოფილი პრეზიდენტის გამოსახულების ჰელუმით სავსე ბუშტი პირველად, ლონდონის ცაზე 2018 წელს გამოჩნდა. როდესაც ტრამპი ბრიტანეთს ესტუმრა. ამის მერე, ბუშტმა მოიარა საფრანგეთის, არგენტინის, ირლანდიისა და დანიის საჰაერო სივრცეები და საბოლოოდ ბინა ლონდონის მუზეუმში დაიდო.