დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირებას ყოველდღიურად გაივლის - Palitra News

დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირებას ყოველდღიურად გაივლის

2020-05-08 10:36:56+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კოროვირუსზე ყოველდღიურად შემოწმდება, მას შემდეგ რაც მის ერთ-ერთ თანაშემწეს Covid-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბრისას განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას "ძალიან ცოტა პირადი კონტაქტი" ჰქონდა იმ პირთან, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელები "მეომრები" არიან და ისინი პანდემბიას მალე დაამარცხებენ.

მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც საზღვაო ძალების ქვედანაყოფის წევრია და თეთრ სახლში მუშაობს, კორონავირუსი გასულ დღეს დაუდასტურდა.