10:18
20 აგვისტო, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
დონალდ ტრამპის განცხადებას აზიის საფონდო ბირჟების მყისიერი ვარდნა მოჰყვა
02-08-2019

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განაცხადებას, რომ  1-ლი სექტემბრიდან შტატები 300 მილიარდის ჩინურ პროდუქციაზე 10%-იან საბაჟო ტარიფს აამოქმედებს, მყისიერი რეაგირება მოჰყვა აზიის წამყვან საფონდო ბირჟებზე. ჰონგ-კონგის უმსხვილეს საფონდო ბირჟაზე, სადაც აქციებით უმსხვილესი აზიური კომპანიები ვაჭრობენ, ტრამპის განცხადებას Hang Seng-ის ინდექსის 615 პუნქტით 2,23%-იანი  ვარდნა მოჰყვა.

მსგავსი მსხვილი ვარდნა განიცადა იაპონიის წამყვანმა ბირჟამ. ტოკიოს საფონდო ბირჟაზე ინდექსი Nikkei, რომელიც 225 იაპონური კომპანიის კურსს ასახავს, 2,18%-ით  დაეცა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები