აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ექიმი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა მკურნალობის კურსი დაასრულა და ამ შაბათ-კვირას საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლია.
ექიმ შონ კონლის თქმით, პრეზიდენტი მედიკამენტურ მკურნალობას ძალიან კარგად დაემორჩილა.
"შაბათს პრეზიდენტის დიაგნოზის დასმიდან 10 დღე გადის. მე ველოდები, რომ პრეზიდენტი იმ დროისთვის საზოგადოებრივ საქმიანობას უსაფრთხოდ დაუბრუნდება," - აღნიშნა თეთრი სახლის ექიმმა.