აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ეგრედ წოდებულ „მოსმენების საქმესთან“ დაკავშირებით მომავალი ორი კვირის განმავლობაში ძალიან საინტერესო ფაქტები გასაჯაროვდება. ამის შესახებ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა სამაუწყებლო კომპანია Fox News-ის ეთერში ისაუბრა. ტრამპის განცხადებით ბარაკ ობამა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპ თაუერში მის სატელეფონო საუბრებს ისმენდა. პირველად ტრამპმა ობამა, სატელეფონო საუბრების მოსმენაში 4 მარტს დაადანაშაულა, მაგრამ მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.