აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 1-ტრილიონიანი სტიმულირების პაკეტის დამტკიცების ინიციატივით გამოდის, რომლის მიზანი კორონავირუსისგან დაზარალებული ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სტივენ მნუჩინის განმარტებით, ის მხარს უჭერს იმას, რომ აღნიშნული ეკონომიკური პაკეტის ფარგლებში, თითოეულმა ამერიკელმა, ორი კვირის განმავლობაში 1 000 აშშ დოლარიანი ჩეკი მიიღოს. მისივე თქმით, 50 მილიარდი აშშ დოლარი ავიაკომპანიებისთვის გამოიყოფა, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო გაკოტრების საფრთხის წინაშე არიან.
გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს კორონავირუსზე ტესტების უფასოდ ჩატარებს, ავადმყოფობის გამო შვებულაბაში მყოფი ადამიანების ანაზღაურებასა და უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის კომპენსაციის თანხის ზრდას.