აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია "მწვანე ბარათების" გაცემის წესს ამკაცრებს. ამიერიდან "მწვანე ბარათს" ვერ მიიღებენ ის პირები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში სოციალურ დახმარებას იღებენ. ამასთანავე ის მიგრანტები, რომელბიც აშშ-ში იმყოფებიან და ქვეყანაში ბინადრობის უფლების მოპოვეას ცდილობენ, "მწვანე ბარათის" მიღებას ვერ შეხლებენ. აღნიშნული ინიციატივა ძალაში 15 ოტომბრიდან შევა. აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი მიზანია ქვეყანაში ბინადრობის უფლება იმ მიგრანტებმა მოიპოვონ, რომლებიც სახელმწიფოზე დამოკიდებულები არ არიან.