აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიმდინარე წლის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი.
"ვფიქრობთ, ვაქცინა წლის ბოლომდე გვექნება", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში. ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-მა პროქტის, Operation Warp Speed-ის, გახორციელება დაიწყო, რომელმაც წლის ბოლოსთვის კორონავირუსის ვაქცინის 200 მილიონი დოზის წარმოება უნდა უზრუნველყოს.