აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას ირანის რეჟიმის შეცვლა არ სურს. როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, იმისათვის რომ ირანთან ომი არ დაწყებულიყო ბოლო პერიოდში ვითარების განმუხტვის მიზნით პროგრესია. მისივე თქმით, ვაშინგტონის მიზანია ირანი შეაჩეროს, რათა მან ბირთვული იარაღი არ შექმნას.
"ჩვენ არ გვსურს რეჟიმის შეცვლა. ჩვენ ვნახავთ რაც მოხდება. თუმცა, ძალიან დიდი პროგრესი არის უკვე", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი და არ უნდა ატარებდეს ბალისტიკური იარაღის გამოცდას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით კი, ირანმა მათ მინიშნება მისცა რომ მზად არის მოლაპარაკლებებისთვის.