აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თუ ირანი მის ადმინისტრაციას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას სთხოვს, ირანი მიიღებს ამ დახმარებას.
"მათთან ვირუსი ძალიან გავრცელდა. ძალიან, ძალიან გავრცელდა. ყველაზე ცუდი ისაა, როცა გვჯერა ის, რასაც კვითხულობთ და მე მჯერა ის, რასაც ვხედავ და ვიცი. მათ თუ დახმარება სურთ, ჩვენ ამ დახმარებას აღმოვუჩენთ", - აღნიშნა ტრამპმა.
ირანში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 50466 შემთხვევაა დაფიქსირებული. დაღუპულია 3160 ადამიანი, თუმცა მსოფლიო მედია ვარაუდობს, რომ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ქვეყანაში შესაძლოა ბევრად მეტი იყოს.