წინ გამოწვევებით სავსე 30 დღე გველის, მაგრამ დიდი გამარჯვებით დავასრულებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისივე თქმით, აშშ კორონავირუსის გავრცელების პიკს "კარგ ფორმაში შეხვდება", ვინაიდან იმ დროისთვის ქვეყანაში სასუნთქი აპარატების საჭირო რაოდენობა იქნება.
"ჩვენ გვყავს სულ ცოტა 10 კომპანია, რომელიც სასუნთქ აპარატებს ამზადებს. ამას სხვა ქვეყნები ვერასდროს მოახერხებენ", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა. პრეზიდენტის თქმით, აშშ-ში კორონავირუსზე ტესტი მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. შეგახსენებთ, რომ აშშ კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 163 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასატურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 3 000-ს აჭარბებს.