აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა სიკვდილიანობა გაიზარდოს, მაგრამ ქვეყანა უნდა გაიხსნას.
"შესაძლებელია, რომ იყოს სიკვდილიანობა, იმიტომ, რომ თქვენ არ იქნებით ჩაკეტილი ბინებში ან სახლებში. მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ვაპირებთ სოციალურ დისტანციას, ჩვენ ვაპირებთ ხელების დაბანვას, ჩვენ ბევრ რამეს გავაკეთებთ, რისი გაკეთებაც ვისწავლეთ გასული პერიოდის განმავლობაში", - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, სიკვდილს სხვა მიზეზებიც იწვევს და ქვეყანა უნდა გაიხსნას.
ხალხი სხვა გზითაც კვდება, ნარკომანია იზრდება, თვითმკვლელობები, გადახედეთ რა ხდება. ხალხი სამსახურს კარგავს და ჩვენ მათ ეს უნდა დავუბრუნოთ", - აღნიშნა ტრამპმა.