ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტო დონალდ ტრამპი სავარაუდოდ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებულ დემილიტარიზაციის ზონას ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN-ავრცელებს. სამხრეთ კორეის ოფიციალური პირების ცნობით, დიდი ოცეულის სამიტის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერს ვიზიტი სეულში აქვს დაგეგმილი.
ოფიციალური სეულის განმარტებით, ტრამპს მუნ ჩჟე ინთან და კიმ ჩენ ინთან სამხრივი მოლაპარაკება დაგეგმილი არ აქვს. კორეის ნახევარკუნძულზე დაგეგმილი ვიზიტის შესახებ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ თეთრ სახლში.