აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში ჩავიდა. მას შემდეგ რაც ტრამპმა პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, ეს მისი პირველი საერთაშორისო ტურნეა, რომლის ფარგლებში ის ვიზიტით ისრაელსა და ვატიკანს ეწვევა, ხოლო შემდეგ მონაწილეობას ნატო-ს სამიტში მიიღებს. საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხს განიხილავს. გარდა ამისა იმსჯელებენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის შესახებაც. დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის მეფეს სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდის შეხვდება. დონალდ ტრამპი და საუდის არაბეთის მეფე ერთად ექსტრემისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ გლობალურ ცენტრს გახსნიან.