აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი კარანტინში გადადიან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ თავად წერს.
"ჰოუფ ჰიქსს, რომელიც შეუსვენებლად მუშაობს, კორონავირუსი დაუდასტურდა. საშინელებაა! მე და პირველი ლედი ტესტების პასუხს ველოდებით, მანამდე კი კარანტინის პროცესს ვიწყებთ," - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის მრჩეველს, ჰოუფ ჰიქსს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჰოუფ ჰიქსი, სხვა უფროს თანაშემწეებთან ერთად, სამშაბათს დონალდ ტრამპს ოჰაიოში ახლდა, სადაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენთან დებატები გამართა. ოთხშაბათს კი ჰიქსი პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა მინოსეტაშიც, სადაც წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.