აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს დიდ ბრიტანეთს ეწვევა, იგი სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დედოფალ ელიზაბედს ბუკინგემის სასახლეში ეწვევა. ბრიტანეთის მონარქი სპეციალურად დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლე მელანიასთვის სახელმწიფო ვახშამს უმასპინძლებს.
გარდა ამისა, დღეს თეთრი სახლის ლიდერი უესტმინისტერის სააბატოში მივა და პრინც ჩარლზსა და მის მეუღლეს ჩაიზე ეწვევა. ტრამპის ვიზიტის გამო ლონდონში, მანჩესტერში, ბელფასტში, ბირმინგემსა და ნოტინგემში საპროტესტო აქციების გამართვა იგეგმება.
შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში გამგზავრებამდე The Sun-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ბორის ჯონსონს ბრიტანეთის პრემიერის პოსტზე. გარდა ამისა, მან The Times-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბრექსითის პარტიის ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი ქვეყნის ევროლავშირიდან გასვლის მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთოს.