ამერიკის შეერთებული შეერთების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორ-სამ თვეში საკუთარი სოციალური ქსელის შექმნას აპირებს. ამის შესახებ ტრამპის მრჩეველმა ტელეკომპანია Fox News-ს განუცხადა. მისი თქმით, პლატფორმა ათობით მილიონ ადამიანს მიიზიდავს და ეს სოციალური ქსელი ყველაზე ძლიერი გახდება.
რესპუბლიკელებს არაერთხელ უთქვამთ, რომ საჭიროა ახალი სოციალური ქსელის შექმნა, რადგან პოპულარულ ქსელებს დემოკრატების მხარდამჭერები აკონტროლებენ.
დონალდ ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ანგარიშები Twitter-მა და Facebook-მა დაბლოკეს იმ არგუმენტით, რომ ტრამპი ხელს უწყობდა ძალადობისა და უწესრიგობის წახალისებას.