ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პორტლენდში არეულობების ფონზე, ქალაქის მერს თედ უილერს მოუწოდა, ქალაქში ეროვნული არმია შეიყვანოს. „უილერი არაკომპეტენტურია. ჩვენი მშვენიერი ეროვნული არმია ამ პრობლემებს ერთ საათზე ნაკლებ დროში გადაწყვეტდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გაგზავნოს მოთხოვნა, ვიდრე ჯერ კიდევ გვიანი არ არის“, - განაცხადა ტრამპმა, რომლის თქმით, ადგილობრივ და სხვა ქალაქებში მცხოვრებ მოსახლეობას, რომლებსაც „დემოკრატები“ მართავენ, სურს კანონი და წესრიგი. ბოლო ინფორმაციით, პორტლენდში, სადაც მაისის შემდეგ საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება, სროლებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკება შაბათს საღამოს ქალაქის ცენტრში მოხდა. სამართალდამცველებმა რამდენიმე მოქალაქე დააკავეს.