ამერიკული მედიის ცნობით, აშშ_ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ნატო ახლო აღმოსავლეთში უნდა გაფართოვდეს.
"მე ვფიქრობ, ნატო უნდა გაფართოვდეს, ჩვენ ახლო აღმოსავლეთიც უნდა მოვიცვათ", - განაცხადა ტრამპმა. მისი განცხადებით, სტოლტენბერი ამ აზრით "აღფრთოვანებულია".
"ახალ ალიანსს შეგვიძლია დავარქვათ ნატო+ახლო აღმოსავლეთი. რა მშვენიერი სახელწოდებაა. სახელებს კარგად ვიგონებ", - განაცხადა ტრამპმა. ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ალ ანსისთვის, მთავარ კონტრიბუციას აშშ იღებს, რაც "სამართლიანი არ არის".