დონალდ ტრამპი - ნანახი მაქვს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა - Palitra News

დონალდ ტრამპი - ნანახი მაქვს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა

2020-05-01 09:37:28+04:00

ჩინეთმა ან ვერ შეაჩერა კორონავირუსი, ან მის გავრცელებას ხელი არ შეუშალა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას ნანახი მტკიცებულება, რამაც დაარწმუნა, რომ ვირუსი ჩინეთის ქალაქ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა, ტრამპმა უპასუხა, რომ მას ასეთი მტკიცებულება ნანახი ჰქონდა.

ცნობისათვის, "სიენენმა" ანონომურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კორონავირუსის პანდემიასთა დაკავშირებით ჩინეთის დასჯას აპირებს. ტელეკომპანიის ცნობით, აშშ სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას აპირებს, მათ შორის სანქციებს, სასესხო ვალდებულების გაუქმებასა და ახალი სავაჭრო პოლიტიკის შედგენას.