"ნამდვილად მჯერა, რომ ბევრმა გუბერნატორმა თავისი შტატები უნდა გახსნან", - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
CNN-ის ცნობით, ტრამპი შტატების გახსნისკენ მიმართულ აგიტაციას კვლავ უბრუნდება, მიუხედავად იმისა, რომ გასული კვირის განმავლობაში ჰქონდა მცდელობები, ეჩვენებინა ამერიკელი ხალხისთვის, რომ ვირუსს სერიოზულად აღიქვამს.
ამჯერად, ჩრდილოეთ კაროლინაში ვიზიტის დროს, ტრამპმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა შტატს მითითებების მკაცრმა დაცვამ ვითარების გამოსწორების საშუალება უნდა მისცეს. ტრამპის თქმითვე, მას სჯერა, რომ "ბევრმა გუბერნატორმა თავისი შტატი უნდა გახსნას, რომელსაც არ ხსნიან და მერე დავინახავთ, თუ რა მოხდება მათთან".
აშშ-ს პრეზიდენტმა ქვეყანაში კორონავირუსის მიერ გამოწვეული რთული ვითარების მიუხედავად, შტატებს ადრეული გახსნა რამდენიმე თვის წინაც ურჩია, რის გამოც კრიტიკა დაიმსახურა.