დონალდ ტრამპი მთავრობის მუშაობის შეწყვეტით იმუქრება. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა. "მზად ვარ მთავრობის მუშაობა შევწყვიტო, თუ დემოკრატები საზღვრებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საკმარის ხმებს არ მოგვცემენ. კერძოდ, საუბარია კედლის მშენებლობაზე. ჩვენს ქვეყანაში დიდი ხალხი უნდა ჩამოდიოდეს", - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა. მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. არალეგალური იმიგრაციის საკითხი რეგულარულ დავას იწვევს ტრამპსა და დემოკრატებს შორის, რომლებსაც პრეზიდენტის ინიციატივები რადიკალურად და არაეფექტურად მიაჩნიათ.