დონალდ ტრამპი - მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს, 20 იანვარს ხელისუფლების მოწესრიგებულად გადაბარება მოხდება - Palitra News

დონალდ ტრამპი - მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს, 20 იანვარს ხელისუფლების მოწესრიგებულად გადაბარება მოხდება

2021-01-07 16:48:30+04:00

ეს არის პრეზიდენტობის ისტორიაში ყველაზე შესანიშნავი პირველი ვადის დასრულება, - ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის მიერ ჯო ბაიდენის გამარჯვების ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, 20 იანვარს ხელისუფლების მოწესრიგებულად გადაბარება მოხდება. მოქმედი პრეზიდენტის მტკიცებით, ის ამერიკისთვის ბრძოლას განაგრძობს.

„ეს ჩვენი ბრძოლის მხოლოდ დასაწყისია, რომლის მიზანია : გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.