დონალდ ტრამპი მეუღლესთან ერთად კონცერტს დაესწრო, რომელიც ლინკოლნის მემორიალთან გაიმართა. ღონისძიებაზე პოპულარული მომღერლები გამოვიდნენ, ასევე უკრავდა სამხედრო ორკესტრი. ინაუგურაციამდე ვახშამიც გაიმართა, რომელზეც 45-ე პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი მაიკლ პენსი მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდნენ. რიგირც ტრამპმა დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და მათთან ერთად ქვეყნის სათავეში მოსვლა იზეიმა.