თეთრ სახლში კორონავირუსთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, მისი ადმინისტრაცია შეხვედრას გამართავს კონგრესთან, რომელზეც კორონავირუსის გავლენის შესამცირებლად, მოქალაქეებისთვის გადასახადების შემცირების თაობაზე იმსჯელებენ. დონალდ ტრამპის განცხადებით, ახსნიან, რა კეთდება ეკონომიკური თვალსაზრისით.
"ჩვენ ძალიან მძლავრი ეკონომიკა გვაქვს, მაგრამ ეს მოვიდა - კორონავირუსმა მსოფლიო დააბრმავა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვუმკლავდებით", - განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილია 26 პაციენტი.